კონფიდენციალურობის პოლიტიკა
პროექტი — საბოლოო ტექსტი დასაზუსტებელია.
რა მონაცემებს ვაგროვებთ
ფორმაში თქვენ მიერ მითითებულ ინფორმაციას: სახელს, საკონტაქტო მონაცემებს, ქალაქს, პროფესიულ ინფორმაციას და, სურვილის შემთხვევაში, CV-ს. დამსაქმებლისგან — კომპანიისა და ვაკანსიის მონაცემებს.
რისთვის ვიყენებთ
მხოლოდ მაძიებლისა და დამსაქმებლის ერთმანეთთან დასაკავშირებლად. მონაცემები საიტზე არ ქვეყნდება და მარკეტინგული მიზნით არ გამოიყენება.
ვინ ხედავს
მხოლოდ JEM-ის ადმინისტრატორი. მაძიებლის მონაცემებს დამსაქმებელს (და პირიქით) ვაწვდით მხოლოდ კონკრეტული შეთავაზების ფარგლებში და თქვენთან შეთანხმებით.
შენახვა და წაშლა
მონაცემები ინახება დაცულ სერვერზე. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი განაცხადის სრულად წაშლა.